რაჟდენ სხვიტარიძე

რაჟდენ სხვიტარიძე

Biography

პხ.-ის რაჟდენ სხვიტარიძის კვალიფიკაციიას, კომპეტენციას   შესაბამისობას  პროექტთან   ადასტურებს   მის მიერ საქმიანობის 55წ განმავლობაში  შესრულებული სამეცნიერო კვლევები, მიღებული პრაქტიკული გამოცდილება. ავტორია 115 სამეცნიერო/7 საგაზეთო პუბლიკაციის, 3 სახელმძღვანელოს/ბროშურის, 56 პატენტის; შეასრულა 10 საგრანტო პროექტი.    მის მიერ ინიცირებულ კვლევებზე დაცულია 3 საკანდიდატო/3 სადოქტორი დისერტაცია.

1965-66 წლებში მონაწილეობდა   ენგურის ჰეს-ის ასაშენებელი სპეციალური „ეჰც“  შექმნაში;

1972-82 წწ   კვლევები  აისახა ყოფილი სსრკ-ს   – GOST 10178, სადაც დადასტურდა ცემენტის დანამატად 5%-მდე გამომწვარი ალუნიტის/ანჰიდრიდის გამოყენების შესაძლებლობა;

1972-91 წწ მონაწილეობდა „ზესწრაფად მყარებადი   ალუნიტური ცემენტების“ შექმნაში.     კ. ქუთათელაძესთან, თ. გაბადაძესთან, ი. სულაძესთან ერთად, მსოფლიოში პირველად შექმნა სწრაფმყარებადი პუცოლანური პორტლანდცემენტი (იხ. სსრკ პატენტი # 632667: “Method for producing pozzolan Portland cement”. B.I # 42. 1978;

1982წ, თ.გაბადაძესთან ერთად მიიღო სსრკ პატენტი # 973498: „Method for obtaining an additive for pozzolan portland cement”. B.I.#42.1982. ეს ცემენტები რ.სხვიტარიძის ზედამხედველობით მზადდებოდა ქ.ხარკოვის (უკრაინა) ცემენტის ქარხანაში და 1986 წ მიეწოდა ჩერნობილის აეს კატასტროფის შედეგების  სალიკვიდაციო – „სარკოფაგის“ მოწყობის სამუშაოებს;

1998 წ რ.სხვიტარიძის მომზადებული სპეცბეტონით ქ.ფოთში პრევენცირებული იქნა გემთსაშენი ქარხნის ზღვის სანაპიროს რადიაციული დაბინძურება Cs 137/133 – ით; ხოლო 2001-02 წწ   კონსერვაცია გაუკეთდა  ქ.მცხეთაში ფიზიკის ინსტიტუტის   ატომურ რეაქტორს;

1995-2008 წწ. საქართველოში   მინერალური დანამატების დეფიციტის აღმოსაფხვრელად დაამუშავა ცემენტის ტექნოლოგიებში მდინარისეული ღორღის, ცეოლითური ტუფის, ბრძმედის ნაყარი  და ფეროშენადნობთა წიდების გამოყენების ტექნოლოგიები;

ბიზნესთან კავშირი. 1993 – 2005 წწ საქართველოში, მისი პროექტებით და უშუალო წვლილით  ამოქმედდა ცემენტის 5 მინი ქარხანა, ანუ ხელი შეუწყო   ბიზნესის განვითარებას ამ სფეროში. 2000 წ-დან მუშაობდა შპს „აზიმუტი“-ს, შპს „ბადენი“-ს, შპს „ჯბჯ“-ს, შპს „ევროცემენტი“-ს მთ.ტექნოლოგად, 2008წ-დან შპს „ჰეიდელბერგცემენტ“-ის კონსულტანტია.

ჯილდოები. საქართველოს მთავრობამ 2003წ დააჯილდოვა ღირსების ორდენით.

კვალიფიკაცია. საკანდიდატო დისერტაცია: „Alunite cements with active mineral additives, concretes based on them”, დაიცვა 1990 წ. მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, რაც 2005წ მაისიდან,  საქართველოს  კანონით გაუტოლდა  ტექნიკის  მეცნიერებათა  დოქტორის     ხარისხს.

ტელ.: 599514720. rajden.skhvitaridze@gmail.com