ცემენტის/კირის/მაგნეზიის საწარმოები აბინძურებენ გარემოს. მათი ღუმლები ემისირებენ 150-400 0C ცხელ აირებს, სადაც ფილტრებში გატარების შემდეგ, შეწონილია მტვერი და ტექნოგენური ოქსიდები CO2; SOx; NOx, რომლებიც გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემათა წარმოქმნას უწყობენ ხელს. მტვერი „სმოგ“-ის შემადგენელია.
CO2 წარმოქმნის „სათბურის ეფექტს“, ამიტომ თვლიან „მავნედ“. CO2 „სასარგებლოა“ – როცა კარბონიზაციის ნანოპროცესით აჩქარებს ბეტონის გამყარებას. ცემენტს ურევენ 0,05-0,35 ტ/ტ CaCO3, რაც ზრდის ბუნებრივ რესურსთა ხარჯს, ამ დროს კი, ცემენტის/კირის/მაგნეზიის საწარმოები CO2-ს წარმოებაში გამოუყენებლად ემისირებენ ატმოსფეროში „სათბურის ეფექტის წარმოსაქმნელად“, რაც – ეკოლოგიურის გარდა, ეკონომიკური პრობლემაცაა.
SOx(SO2)-ს და NOx ღუმელში გამოჰყოფს სათბობი. ატმოსფეროში ისინი წარმოქმნიან მჟავებს და პლანეტაზე ბრუნდებიან „მჟავა წვიმის“ სახით.
მავნე აირთა ემისიას ზღუდავს კლიმატის ცვლილების შესახებ 2015წ პარიზის შეთანხმება. ცემენტის/კირის/მაგნეზიის ღუმლებიდან მტვრის,(CO2,SOx,NOx)-ის დაჭერა-უტილიზაციის პრობლემის გადასაჭრელად საინტერესოა ცეოლითიან სორბერთა გამოყენება.
პრობლემის ფორმულირება. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება თხოულობს საქართველოში გარემოსდაცვით BAT ათვისებას. ცემენტის კლინკერის/კირის/მაგნეზიის, საწარმოებიდან საემისიო მტვრის/(CO2,SOx,NOx)-ის დაჭერა-რეგენერაციის, დაჭერა-კონსერვაციის ტექნოლოგიები ცნობილია, მაგრამ დაჭერა-უტილიზაციის BAT უცნობია, ამიტომ საკითხი აქტუალურია.
ინოვაციური ჰიპოთეზა 1 : ცემენტის კლინკერის/კირის/მაგნეზიის ღუმლებიდან საემისიო 150-4000C ტემპერატურისნამწვი აირების ცეოლითის საშრობ დანადგარში გატარებისას, საშრობი დანადგარი იძენს ახალ ფუნქციას – მოდიფიცირდება სორბერად და მასში ერთდროულად მოხდება შრობა-სორბციის პროცესი: ცეოლითი გათბება/გაშრება; მტვერი ჰემოსორბციულად დაილექება ცეოლითზე; CO2,SOx,NOx, ადსორბირდება ცეოლითში. შედეგად, ატმოსფეროში ემისირდება გასუფთავებული აირები, ხოლო CaO,CaCO3, CO2,SOx,NOx-ით „გამდიდრებული“ ცეოლითის კომპოზიტებში (ცემენტი,კირი,მაგნეზია) უტილიზაციით, ისინი პოლიმოდიფიცირდებიან სტრუქტურაში CO2,SOx,NOx შემცველ ბოჭკოვან-ნემსა ჰაბიტუსის ნაერთების ჩასახვით. ჰიპოთეზა 2 : ცემენტის/კირის/მაგნეზიის საწარმოთა ღუმლები/საშრობები მბრუნავია, დიდი გაბარიტებისაა, უწყვეტი მოქმედებისაა – მათზე კვლევების ჩატარება რთულია. ამიტომ, ჰიპოთეზა 1-ის ვალიდაციისათვის, უწყვეტი მოქმედების საშრობ-საადსორბციო საწარმოო აპარატურის ლაბორატორიული პროტოტიპის შექმნა – პროექტის მიზანია.


